აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვენესუელას თავისუფალი არჩევნები სჭირდება, თუმცა არჩევნებისთვის კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია.
„იმისათვის, რომ რეალური განვითარებისკენ შემდეგი ნაბიჯი გადადგას და საკუთარი სიმდიდრე სრულად გამოიყენოს თავისი ხალხის საკეთილდღეოდ, ვენესუელელებს დასჭირდებათ სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ლეგიტიმურობა“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სენტ-კიტსსა და ნევისში, კარიბის ზღვის ლიდერების სამიტზე.
„მაგრამ მადუროს დაკავების შემდეგ ჩვენი პირველი პრიორიტეტი იყო იმის უზრუნველყოფა, რომ არ ყოფილიყო არასტაბილურობა, მასობრივი მიგრაცია, ძალადობის აფეთქებები და ჩვენ გვჯერა, რომ ამაში წარმატებას მივაღწიეთ“, -აღნიშნა რუბიომ.