ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხი წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი განცხადებით, ამ დღესთან დაკავშირებით ევროპარლამენტის შენობა უკრაინის დროშის ფერებშია განათებული.
„ჩვენს მამაც მეგობრებს უკრაინაში: ოთხი წლის განმავლობაში თქვენმა გამძლეობამ და გამბედაობამ მთელი მსოფლიო შთააგონა. ამაღამ, როდესაც ევროპარლამენტი თქვენს ფერებში ანათებს, დაე, მისი სინათლე იყოს სოლიდარობის, იმედისა და ჩვენი გაუტეხელი კავშირის სიმბოლო. თქვენ მარტო არ ხართ“, – წერს რობერტა მეცოლა.