აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ, ლუიზიანის გუბერნატორთან, ჯეფ ლენდრისთან თანამშრომლობით, გრენლანდიაში სამედიცინო გემს გაგზავნის.
„ლუიზიანის შესანიშნავ გუბერნატორთან, ჯეფ ლენდრისთან ერთად, ჩვენ გრენლანდიაში დიდ სამედიცინო გემს გავგზავნით, რათა დახმარება გავუწიოთ ავადმყოფ ადამიანებს, ვინც საჭირო მკურნალობას ვერ იღებს. გემი უკვე გზაშია“, – დაწერა ტრამპმა.
ტრამპის ეს პოსტი მოგვიანებით თეთრმა სახლმაც გააზიარა.