"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე ეხმიანება შსს-ს განცხადებას, რომლის თანახმად, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა პირად ავტომობილში, საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.
დეკანოიძის თქმით, უწყების ამდენი თანამშრომლის თვითმკვლელობა ჩვეულებრივი ამბავი არ არის.
"საგულისხმოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან, სუსის და სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან თვითმკვლელობები (ოფიციალური ვერსიით) ჩვეულ რუტინად იქცა.
სისტემა, რომელიც სადამსჯელო მანქანად გადაიქცა და კრიმინალთან გაათანაბრა ოლიგაქრიულმა სინდიკატმა - ძალიან მძიმე შიდა ძვრებს განიცდის.
რიგით პოლიციელებს 24/7 სამსახური, დაუცველობა, პოლიტიკური ტვირთი, დაბალი ხელფასი აქვთ. მათი უფროსებისგან განსხვავებით. ნახევარი პოლიცია ემიგრაციაში გარბის, ვისაც ამ მმართველობის მორჩილება არ უნდა.
რაც არ უნდა იმართლონ თავი ივანიშვილის მსახურებმა - ამდენი უწყების თანამშრომლის თვითმკვლელობა არ არის ჩვეულებრივი ამბავი.
გახსოვთ ალბათ, სუსმა თანამშრომლის სიკვდილი ბარიატრიას რომ დააბრალა", - წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში.