გახსენით სასამართლო პროცესი, რატომ უნდა დახუროთ? ჯანდაბას, ახალაია ბევრს არ უყვარს ამ ქვეყანაში, დაინახონ რა ხდება… ერთი მტკიცებულება მოიტანონ, დადონ და მე აქვე ავწევ ხელებს და ვაღიარებ! - ასე მიმართა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ მოსამართლე ლევან გელოვანს.
მისი თქმით, დასამხობია ბიძინა ივანიშვილი და დასაჭერია ყველა ის პოლიციელი, ვინც ბავშვების და ქალების წინააღმდეგ აწევს ხელს.
უბედურებაა ისაა, რომ რაც მეტი დრო გაივლის, ამის მერე უფრო ძვირი დაგვიჯდება.
ერთი განსაკუთრებული ჭეშმარიტება არსებობს, დიქტატურა არ წასულაა ჯერ არსაიდან მშვიდობიანად. არჩევანი დიდი არ არის. ეს პროცესი შიშის დათესვას ემსახურება. მე მეშინია როცა დიქტატურაში ვცხოვრობთ. ყველას გვეშინია, გაბედვას ვეძახით იმას, ვინც შიშის პირობებში მაინც მოქმედებს.
ვთვლი, რომ ეს ხელისუფლება არის დასამხობი. ერთადერთი გზა ეს არის იმისთვის, რომ მოვიპოვოთ თავისუფლება. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ ივანიშვილი დავამხოთ. მე გეუბნებით, ივანიშვილი დასამხობია...დასამალი არაფერია, ეს არის ჩემი მყარი პოზიცია და ყველა კეთილსინდისიერი მოქალაქის ვალდებულებაა, დაამხოს რუსი ხელისუფლება. დასამხობი და გამოსაყრელია ყველა მისი ჩინოვნიკი კაბინეტიდან, წიხლებითაა გამოსატანი“, - განაცხადა ახალაიამ.
ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება