ირანის რეჟიმის დაუყოვნებლივ შეჩერება უნდა მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ახლა მიუნხენისა და სხვა ქალაქების ქუჩებში ირანელი ხალხის თავისუფლების მხარდასაჭერად ხალხი გამოდის. უკრაინას ირანთან საზღვარი არ აქვს და ჩვენ ირანის რეჟიმთან ინტერესთა კონფლიქტი არასდროს გვქონია, მაგრამ ისინი რუსეთისთვის დრონების მიყიდვას აგრძელებენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ირანის რეჟიმმა იმაზე მეტი ზიანი გამოიწვია და შეიძლება კიდევ უფრო მეტი გამოიწვიოს, ვიდრე ამ საუკუნეში სხვა რეჟიმებმა.
“რეჟიმებს, ირანულის მსგავსს, არ უნდა მიეცეს დრო, როცა მათ დროს აძლევენ, ისინი მეტ ადამიანს კლავენ, ისინი უნდა იყვნენ დაუყოვნებლივ გაჩერებული, ასე უნდა მომხდარიყო აიათოლას შემთხვევაში… ასევე პუტინის შემთხვევაშიც, საქართველოში ომის შემდეგ, სირიის შემდეგ, 2014 წლის შემდეგ და ყირიმის ოკუპაციის შემდეგ…” - განაცხადა ზელენსკიმ.