აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ირანში რეჟიმის შეცვლა „საუკეთესო რამ იქნება, რაც შეიძლება მოხდეს“.
აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება ჩრდილოეთ კაროლინაში, ფორტ ბრეგში ჯარისკაცებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. იუწყება Sky News
ტრამპს ჰკითხეს, სურს თუ არა ირანში მთავრობის შეცვლა, რაზეც მან უპასუხა: „როგორც ჩანს, ეს საუკეთესო რამ იქნება, რაც შეიძლება მოხდეს“.
„47 წლის განმავლობაში ისინი მხოლოდ ლაპარაკობდნენ, ლაპარაკობდნენ და ლაპარაკობდნენ. და ვიდრე ისინი ლაპარაკობენ, ჩვენ უამრავ სიცოცხლეს ვკარგავთ. ადამიანები კარგავენ ფეხებს, ხელებს. ეს ძალიან დიდი ხანია გრძელდება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა არ დაასახელა მათი ვინაობა, თუ ვინ შეიძლება შეცვალოს რეჟიმი. „არსებობენ ადამიანები“. - თქვა მან.
მან ასევე დაადასტურა, რომ მსოფლიოში უდიდესი ავიამზიდი, USS Gerald R Ford, ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართება, იმ შემთხვევისთვის, თუ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები შეთანხმებით ვერ დასრულდება.
„თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, ის დაგვჭირდება. ის მალე გაემგზავრება“, - თქვა ტრამპმა.