ვფიქრობ, ტრამპისთვის რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერებაზე დიდი გამარჯვება არ არსებობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Atlantic-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ურჩევნია ბრძოლის გაგრძელება, ვიდრე არახელსაყრელ სამშვიდობო შეთანხმებაზე დათანხმება.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ აშშ-ის პრეზიდენტს სურს გააძლიეროს მშვიდობისმყოფელის რეპუტაცია და გაზარდოს რესპუბლიკელების შანსები კონგრესის შუალედურ არჩევნებში, მან უნდა გამოიყენოს მომენტი და დაასრულოს ომი უკრაინაში.
გამოცემა წერს, რომ ზელენსკიმ „კარგად იცის, რა ამოძრავებს ტრამპს“.
თუმცა, სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი „რეალისტია, როდესაც საქმე ეხება იმ ალბათობას, რომ ტრამპი რეალურად აიძულებს რუსებს კომპრომისზე წასვლას“.
ჟურნალისტმა საიმონ შუსტერმა, დასძინა, რომ ზელენსკისთან გატარებული ერთი საათის განმავლობაში მან გამოავლინა თვისება, „რომელიც წლების, თუნდაც ათწლეულების განმავლობაში მისი ხასიათის ძირითადი ნაწილი იყო - გარე ზეწოლისადმი წინააღმდეგობის ჯიუტი, ზოგჯერ გამაღიზიანებელი ჩვევა“.