უკრაინის პრეზიდენტო ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას უკრაინელი სკიელეტონ მრბოლელის ვლადისლავ ჰერასკევიჩის დისკვალიფიკაციის შესახებ, რომელიც შეჯიბრში მონაწილეობას რუსი ჯარისკაცების მიერ მოკლული უკრაინელი სპორტსმენების გამოსახულებიანი ჩაფხუტით გეგმავდა.
„სპორტი არ ნიშნავს დავიწყებას და ოლიმპიურმა მოძრაობამ ომების შეჩერებას უნდა შეუწყოს ხელი და არა აგრესორის სასარგებლოდ იმოქმედოს. სამწუხაროდ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება უკრაინელი სკელეტონ მრბოლელის ვლადისლავ გერასკევიჩის დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით სულ სხვა რამეს მოგვითხრობს.
სამწუხაროდ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება უკრაინელი სკელეტონ მრბოლელის ვლადისლავ ჰერასკევიჩის დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით სულ სხვა რამეზე მეტყველებს. საქმე ნამდვილად არ ეხება ოლიმპიზმის პრინციპებს, რომლებიც სამართლიანობასა და მშვიდობის მხარდაჭერაზეა დაფუძნებული. მადლობას ვუხდი ჩვენს სპორტსმენს მისი მკაფიო პოზიციისთვის. მისი ჩაფხუტი, რომელზეც დაღუპული უკრაინელი სპორტსმენების ფოტოები გამოსახული, პატივისცემისა და ხსოვნის ნიშანია. ეს მთელი მსოფლიოსთვის შეხსენებაა, თუ რას წარმოადგენს რუსული აგრესია და რა ფასად დაუჯდება დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. და ეს არც ერთ წესს არ არღვევს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი, ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდებების მიუხედავად, უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო და დრონებით თავდასხმებს აძლიერებს.
„სრულმასშტაბიანი ომის დროს რუსეთმა 660 უკრაინელი სპორტსმენი და მწვრთნელი მოკლა. ჩვენი ასობით სპორტსმენი ვეღარასდროს შეძლებს ოლიმპიურ თამაშებში ან სხვა საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობას. ამასთან, იტალიაში 13 რუსია და ოლიმპიადაში მონაწილეობს. ოლიმპიურ თამაშებზე ისინი „ნეიტრალურ“ დროშებს აფრიალებენ, რეალურ ცხოვრებაში კი საჯაროდ უჭერენ მხარს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. და სწორედ ისინი იმსახურებენ დისკვალიფიკაციას,“ - განაცხადა ზელენსკიმ.