უკრაინელი სკელეტონ მრბოლელი ვლადისლავ ჰერასკევიჩი ზამთრის ოლიმპიური თამაშებიდან დისკვალიფიცირებულია რუსეთთან კონფლიქტში დაღუპული უკრაინელი სპორტსმენების გამოსახულებიანი ჩაფხუტის გამოყენების გამო. იუწყება Reuters.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, სპორტსმენს შესთავაზეს, რომ ჩაფხუტი რბოლის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ ეჩვენებინა, ასევე რბოლის დროს შავი სამკლავურის ტარების უფლება მისცეს.
„მესიჯს არავინ არ ეწინააღმდეგება, განსაკუთრებით მე. ეს ძლიერი მესიჯია. სამწუხაროდ, გამოსავლის პოვნა ვერ შევძელით. მსურდა, რომ რბოლაში მონაწილეობა მიეღო“, - აღნიშნა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა.
ვლადისლავ ჰერასკევიჩის გუნდმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას სპორტის არბიტრაჟის სასამართლოში გაასაჩივრებენ.