თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რიკაძის, დემეტრე ჩიქოვანისა და ალექსანდრე გაბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ გარშაულიშვილმა მიიღო.
საქმე, ჯგუფური ძალადობის სხვადასხვა ეპიზოდს ეხება.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი რიკაძე, დემეტრე ჩიქოვანი, ალექსანდრე გაბაშვილი და სხვა პირები კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით თავად, თითქოსდა გოგონების სახელით წერდნენ შერჩეულ მსხვერპლს და ახდენდნენ მათ გარეთ გამოტყუებას, ითანხმებდნენ მათ წინასწარ შერჩეულ დროსა და ადგილას შეხვედრაზე, უსაფრდებოდნენ და მათზე ჯგუფურად ფიზიკურად ძალადობდნენ, რაც მსხვერპლის უმოწყალო ცემასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა.
დაკავებულები ახალ ბრალდებას არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ.