აქციების მონაწილე ბაია მარგიშვილის წინაამღდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს.
მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინეს, რაც მოსამართლის ან მსაჯულის შეურაცხყოფას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ვადით.
7 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაია მარგიშვილის პროცესი გაიმართა. მას გზის გადაკეტვას ედავებოდნენ. მარგიშვილმა პროტესტის ნიშნად სხდომის ოქმი დახია.