ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის - მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ზურაბ ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ელენე ხოშტარიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. მოსამართლემ პროკურატურისა და დაცვის მხარის მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო.
მოსამართლე ვასილ ბუგიანიშვილის თქმით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით იძლევა საფუძველს, რომ ბრალდებულების მიმართ გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენები და ამიტომ ეს საქმე უნდა გადაეცეს სასამართლოს არსებით განსახილველად.
არსებითი განხილვის პირველი სხდომა 23 თებერვალს, 13:00-ზე ჩაინიშნა.