მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ მუნტიანუ უკრაინის დედაქალაქში ჩავიდა.
„მოლდოვის ხალხის სახელით, მე სოლიდარობის მკაფიო გზავნილს გიგზავნით. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ, როგორც მეზობლები და მეგობრები, გაერთიანებულნი სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისა და ევროკავშირში ჩვენი საერთო მომავლისადმი ერთგულებით,“ - წერს მოლდოვის პრემიერ-მინისტრი Х-ზე.
მან დასძინა, რომ კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოსთან მოლაპარაკებები ჰქონდა დაგეგმილი.