ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომ უკრაინისთვის სამხედრო ხარჯების დასაფინანსებლად 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის საკითხზეკენჭისყრა ოთხშაბათს გაიმართება. ამის შესახებ Politico იუწყება.
კენჭისყრა ამ თვის ბოლოს იყო დაგეგმილი, თუმცა ის უფრო ადრე გაიმართება.
რობერტა მეცოლამ სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოაცხადა, რომ ევროპარლამენტარები უკრაინის სამხედრო ხარჯების დაფინანსების მიზნით 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას კენჭს 11 თებერვალს უყრიან.
„პოლიტიკურ ჯგუფებს შორის შეთანხმება მიღწეულია“, - განაცხადა პარლამენტის პრესსპიკერმა დელფინ კოლარმა პლენარული სხდომის გახსნამდე.