სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს შეხვდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში მიმდინარეობს.
მხარეები პრესკონფერენციას მართავენ.
ჯეი დი ვენსი სომხეთში მეუღლესთან, უშა ვენსთან ერთად დღეს ჩავიდა. ერევნის აეროპორტში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე, ალენ სიმონიანი დახვდა.