მასობრივი გაუპატიურების მსხვერპლმა, ფრანგგმა ქალმა ჟიზელ პელიკომ მემუარები, სახელწოდებით სიცოცხლის ჰიმნი“ [Hymn to Life] გამოუშვა. ამის შესახებ The Guardian იუწყება.
გამოცემა The Bodley Head-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ პელიკოს ახალი წიგნი მის საზოგადოებას მის ისტორიას გაუზიარებს და მსხვერპლებს„ნუგეშსა და იმედს“ მისცემს.
„მე უზომოდ მადლიერი ვარ იმ წარმოუდგენელი მხარდაჭერისთვის, რომელიც სასამართლო პროცესის დაწყებიდან მივიღე. ახლა კი მინდა ეს ამბავი ჩემი სიტყვებით მოვყვე. ამ წიგნის მეშვეობით, იმედი მაქვს, ძალისა და გამბედაობის გზავნილს გადავცემ ყველას, ვინც რთულ პერიოდს გადის. დაე, მათ არასდროს იგრძნონ სირცხვილი. და დროთა განმავლობაში, დაე, მათ კვლავ ისწავლონ ცხოვრებით ტკბობა და სიმშვიდის პოვნა“, - თქვა პელიკომ.
პელიკოს წიგნი ინგლისურ ენაზე გაყიდვაში 2026 წლის 17 თებერვლიდან გამოვა. ერთდროულად გამოვა ფრანგული გამოცემა და ვერსიები 20 ენაზე.
ჟიზელ პელიკოს ისტორია 2024 წლის დეკემბერში გახდა ცნობილი. ქალი ქმრის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. მრავალი წლის განმავლობაში ის ცოლს ტრანკვილიზატორებს აძლევდა და სხვა კაცებსაც სთავაზობდა მის გაუპატიურებას. საფრანგეთის სასამართლომ კაცს მაქსიმალური სასჯელი, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე დამნაშავედ ცნეს.ძალადობაში მონაწილე კიდევ 50 კაცი.
ქალის ყოფილი ქმარი, დომინიკ პელიკო, კაცებს ეძებდა ერთ-ერთ ფორუმზე, რომელიც ათიათასობით გამოძიებაში ფიგურირებდა, მაგრამ საფრანგეთის ხელისუფლებამ ის მხოლოდ 2024 წლის ივნისში დახურა.
ჟიზელ პელიკომ მომხდარის შესახებ შემთხვევით შეიტყო პოლიციის გამოძიების წყალობით.
2020 წელს, სასურსათო მაღაზიის დაცვის თანამშრომელმა დომინიკ პელიკო იმ დროს შენიშნა, როდესაც ის რამდენიმე ქალის სექსუალურად შევიწროებას ცდილობდა.
გამომძიებლებმა პელიკოს ტელეფონი და კომპიუტერი შეამოწმეს. მათ იპოვეს შეტყობინებები, რომლებშიც ის ფორუმის მომხმარებლებს უყვებოდა ცოლის შესახებ და სთავაზობდა მათ შეერთებოდნენ.
ის თავის კომპიუტერში ინახავდა ათასობით ფოტოსა და ვიდეოს, რომლებშიც გადაღებული უგონო მდგომარეობაში მყოფი მისი ცოლი, რომლსაც სხვა კაცები აუპატიურებდნენ.
7 მარტს დომინიკ პელიკო მისმა ქალიშვილმა, კაროლინა დარიანმაც დაადანაშაულა. ქალი მიიჩნევს, რომ მამამისი მას დაახლოებით ათი წლის განმავლობაში - 2010 წლიდან 2020 წლამდე - აუპატიურებდა
ქალმა პროკურორთან საჩივარი შეიტანა და განაცხადა, რომ მისი განცხადება „მესიჯი იყო ყველა მსხვერპლისთვის“, რომ ისინი „არასდროს უნდა დანებდნენ“.
დეკემბერში დარიანმა გამოაქვეყნა მემუარები სახელწოდებით „მე მას აღარასდროს ვუწოდებ მამას“ (I'll Never Call Him Dad Again).