განათლების სამინისტროში თსუ-სა და სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლები მინისტრ გივი მიქანაძეს ხვდებიან.
მინისტრთან შეხვედრის მთავარი თემა ორი უმაღლესი სასწავლებლის გაერთიანების საკითხია.
თსუ-ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის წარმომადგენელის თქმით, მისი ფაკულტეტი ამ ეტაპზე და ამ ფორმით გაერთიანებას არ ეთანხმება.
"წარმოვადგენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ვეთანხმები არა, მე მომაქვს ჩემი ფაკულტეტის გადაწყვეტილება, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტისა, რომ ამ ეტაპზე და ამ ფორმით ის არ ეთანხმება გაერთიანებას. ვისურვებდი [რომ ეს გადაწყვეტილება დაექვემდებაროს გადახედვას], თორემ მაშინ ალბათ არც წამოვიდოდი იმიტომ, რომ კონსტრუქციულ მხარდაჭერას მათგან მაინც მოველით იმიტომ, რომ ჩვენ მხარეს არის მეცნიერება, ჩვენ მხარეს არის კვლევები, ხოლო მათ მხარეს არის მხოლოდ სურვილები, თუნდაც კარგი, თუკი ისინი თვლიან, რომ უნდათ ხარისხის გაზრდა, მხოლოდ ჯერ-ჯერობით მხოლოდ სურვილები და არა დოკუმენტები," - განუცხადა თსუ-ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის წარმომადგენელმა "ტვ პირველს".