ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის შიდა პასპორტებისა და მართვის მოწმობების გამცემი სამსახურების ფუნქციონირება შეჩერდება.
რუსული მედიის ინფორმაციით, ეს სამსახურები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადავა.
მათივე ცნობით, ამის მიზეზია ოკუპირებულ აფხაზეთში არაერთი ადგილობრივი პოლიტიკური ფიგურა, მათ შორის თვითგამოცხადებული პარლამენტის წევრები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ ამ პუნქტების კანონიერებას.