დონეცკის ოლქში, დრუჟკივკაზე რუსეთის მიერ ოთხშაბათს განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ინფორმაციას დონეცკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვადიმ ფილაშკინი ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, რუსებმა ქალაქს კასეტური ბომბები ესროლეს, დაარტყეს ბაზარს, სადაც დილით ყოველთვის ხალხმრავლობაა.
ფილაშკინმა აღნიშნა, რომ ამ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა საბოლოო რაოდენობა ჯერ არ არის დადგენილი. ის დამატებით განახლებულ ინფორმაციას გაავრცელებს.
ფილაშკინმა დასძინა, რომ მტერმა ასევე ჩამოაგდო ორი საჰაერო ბომბი. დაზიანდა სამრეწველო ზონა, სამი მრავალსართულიანი შენობა და სამი კერძო სახლი.
მან ადგილობრივ მოსახლეობას უსაფრთხო ადგილებში გადასვლისკენ მოუწოდა.