ჩვენ გვინდა აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ქართულმა მხარემ ისაუბრა იმაზე, რაზეც საჯაროდ არის საუბარი – სტრატეგიული პარტნიორობის განახლებაზე.
„ჩვენი მხრიდან საუბარი იყო იმავეზე, რაზეც საჯაროდ ვსაუბრობთ. ჩვენ გვინდა აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით. ეს არის ჩვენი ღიად გაწვდილი ხელი. საპასუხო რეაქციას ველოდებით მოთმინებით. იმედი მაქვს, ამერიკული მხრიდან ეს საპასუხო რეაქცია იქნება. ეს არის ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, ვაშინგტონში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში 3 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა.