აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, აშშ-ის საზღვაო ძალების მოიერიშე თვითმფრინავმა ჩამოაგდო ირანის დრონი, რომელიც არაბეთის ზღვაში ამერიკის ავიამზიდ USS Abraham Lincoln-ს მიუახლოვდა.
ABC News ცენტრალური სარდლობის ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება, რომ დრონი „აგრესიულად მიუახლოვდა“ ავიამზიდს „გაურკვეველი განზრახვით“ და „განაგრძობდა ფრენას გემის მიმართულებით, საერთაშორისო წყლებში მყოფი აშშ-ის ძალების მიერ დეესკალაციური ზომების მიღების მიუხედავად“.
ცენტრალური სარდლობის სპიკერმა, კაპიტანმა ტიმ ჰოკინსმა, დაადასტურა, რომ დეესკალაციის ზომების მიუხედავად დრონმა ხომალდისკენ მოძრაობა გააგრძელა.
“შაჰედ-139” ტიპის დრონი ჩამოაგდო ამერიკულმა F-35C-მ, რომელიც ირანის სანაპიროდან 500 მილზე მცურავ ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნიდან“ აფრინდა. აშშ-ის სარდლობის თანახმად, მომხდარისას არ დაშავებულა არც ერთი ამერიკელი სამხედრო და არ დაზიანებულა ტექნიკა.