ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ ორგანიზაცია ვალდებულია განიხილოს საერთაშორისო შეჯიბრებებში რუსული გუნდების მონაწილეობაზე დაწესებული აკრძალვის მოხსნა. მისი თქმით, ეს უსარგებლოა. ამის შესახებ ინფანტინომ Sky News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, ის ეწინააღმდეგება აკრძალვებსა და ბოიკოტებს, რადგან ეს კიდევ უფრო მეტ სიძულვილს იწვევს.
„რა თქმა უნდა, ეს უნდა განვიხილოთ. ამ აკრძალვამ არაფერი მოიტანა. ამან მხოლოდ მეტი სიძულვილი გამოიწვია. რუსი ბიჭებისა და გოგონებისთვის ევროპის სხვადასხვა ნაწილში ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობის მიცემა შეიძლება სასარგებლოც გამოდგეს. ვფიქრობ, ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, სულ მცირე, ახალგაზრდულ დონეზე მაინც“, - აღნიშნა ინფანტინომ.