Axios-ის ცნობით, პარასკევს სტამბოლში შესაძლოა თეთრი სახლის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის შეხვედრა გაიმართოს, რომელზეც ბირთვული შეთანხმების პერსპექტივები განიხილება.
წყარომ განაცხადა, რომ პარასკევის შეხვედრა საუკეთესო სცენარია, თუმცა ჯერ არაფრის თქმა შეიძლება, ვიდრე შეხვედრა არ გაიმართება.
Reuters ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერის, ისმაელ ბაღაიზე დაყრრდნობით წერს, რომ თეირანი განიხილავს სხვადასხვა ასპექტს მოლაპარაკებებისთვის და აღნიშნავს, რომ ირანისთვის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც ქვეყანას სურს, მალე გაუქმდეს მისს მიმართ დაწესებული სანქციები.
ირანში აცხადებენ, რომ „ახლა ბურთი ტრამპის მოედანზეა“, რამდენადაც ისინი მზაობას გამოთქვამენ, წავიდნენ გარკვეულ დათმობებზე, როგორიცაა ურანის გამდიდრება, მათ შორის, დათმონ 400კგ-მდე გამდიდრებული ურანი და უარი თქვან მის შემდგომ გამდიდრებაზე. თუმცა სანაცვლოდ თეირანს სურს, რომ ამერიკამ თავისი სამხედრო აქტივები ირანისგან მოშორებით გაიყვანოს.