კვირას, თურქეთში ანტალიის პროვინციაში ავტობუსის ავარიის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა. ინფორმაციას AP ავრცელებს.
ავტობუსი გზატკეცილიდან დოსემეალთის რაიონში, ანტალიის ცენტრიდან ჩრდილო-დასავლეთით გზიდან გადავიდა.
პროვინციის გუბერნატორის ჰულუსი შაჰინის თქმით, 26 ადამიანი დაშავდა, ზოგიერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.
ხმელთაშუა ზღვის პოპულარულ ტურისტულ ადგილად ქცეულ ანტალიაში ბოლო დღეების განმავლობაში ძლიერი წვიმებია.
„მიწა სველი იყო და რაიონში კი - ნისლი. ეს სწრაფი მართვისთვის შესაფერისი ადგილი არ არის, მაგრამ როგორც ჩანს, ავტობუსი დიდი სიჩქარით მოძრაობდა“, - თქვა შაჰინმა.