იანვარში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 6 000-ზე მეტი დრონი, დაახლოებით 5 500 მართვადი ბომბი და სხვადასხვა ტიპის 158 რაკეტა გაუშვა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში განაცხადა.
ამავდროულად, საჰაერო თავდაცვის სამსახურმა შაბათს განაცხადა, რომ ბოლო თვის განმავლობაში მათ ჩამოაგდეს და ჩაახშეს 79 რაკეტა, ასევე 2 725 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი, 565 სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი და 1 8185 სხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი.
„ეს ყველაფერი მიმართულიაენერგეტიკის, რკინიგზის, ჩვენი ინფრასტრუქტურის, ყველაფერის წინააღმდეგ, რაც ნორმალურ ცხოვრებას უჭერს მხარს...
...ჩვენ ვაფიქსირებთ რუსეთის მცდელობებს, გაწყვიტოს ქალაქებსა და თემებს შორის ლოგისტიკური და სატრანსპორტო კავშირები,“ - განაცხადა ზელენსკიმ.