ირანი ჩვენთან სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე განუცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რეგიონში მნიშვნელოვანი სამხედრო აქტივები გაგზავნა.
„ვიმედოვნებ, რომ ისინი რაიმე მისაღებზე შეგვითანხმდებიან. შეიძლება, დაიდოს მოლაპარაკების გზით დამაკმაყოფილებელი შეთანხმება ბირთვული იარაღის გარეშე. მათ ეს უნდა გააკეთონ, მაგრამ არ ვიცი, გააკეთებენ თუ არა. ისინი ჩვენთან ლაპარაკობენ – სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებედნ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
შეკითხვაზე, ირანის წინააღმდეგ პოტენციური დარტყმების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო თუ არა, ტრამპმა უპასუხა, რომ ამის შესახებ ვერ ისაუბრებს.
„ამის შესახებ ვერ გეტყვით, მაგრამ იმ მიმართულებით ძალიან ძლიერი გემები მიემართებიან“, - განაცხადა ტრამპმა.