შეერთებულ შტატებში ძლიერი თოვის გამო ორ ათასზე მეტი ავიარეისი გაუქმდა. ინფორმაციას ABC News ავრცელებს.
ოფიციალური პირების განცხადებით, ამ შაბათ-კვირას კიდევ ერთმა ზამთრის შტორმმა ათობით მილიონი ამერიკელი დააზარალა. ქვეყანაში სტიქიას გასული კვირიდან 100-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
ატლანტის ოკეანეში, კაროლინას სანაპიროსთან ახლოს, შაბათს, 31 იანვარს ამინდი სწრაფად გაუარესდა.
ძლიერი ქარი და ძლიერი ნალექი სწრაფად გადაიზარდა ძლიერ ქარბუქში.
პირველი თოვლი გუშინ აღმოსავლეთ ტენესის შტატში, კაროლინას შტატებსა და სამხრეთ ვირჯინიაში დაფიქსირდა. ტენესის შტატის ჩრდილო-აღმოსავლეთ 8 სმ-მდე თოვლი მოვიდა.
შაბათის, 31 იანვრის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში ორ ათასზე მეტი რეისი გაუქმდა.
კაროლინას, დასავლეთ ტენესისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ვირჯინიის შტატებში თოვლის სისქემ 15 სანტიმეტრს მიაღწია.
ზამთრის შტორმის შესახებ გაფრთხილებები ასევე ვრცელდება ისეთ ქალაქებზე, როგორიცაა ატლანტა, ნოქსვილი, ნორფოლკი და ვირჯინია-ბიჩი.
სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, რომ თოვლი კვირას, 1-ელ თებერვალს, გარკვეულწილად შემცირდება, თუმცა აღმოსავლეთ შეერთებულ შტატებში ყინვა, სავარაუდოდ, მომდევნო კვირის განმავლობაში შენარჩუნდება.