აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს შორის სიძულვილი საკითხს ართულებს, თუმცა ის მოლაპარაკებების წარმატებis შანსს ხედავს. ამის შესახებ მან თეთრ სახლში განკარგულებების ხელმოწერისას განაცხადა.
ტრამპს ჰკითხეს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში წარმატების შანსების შესახებ, თუ აშშ-ის წარმომადგენლები არ იქნებიან ჩართულნი. „წარმატების შანსი არსებობს“, - თქვა მან.
„მე რვა ომი დავასრულე, მაგრამ ზელენსკის და პუტინს ერთმანეთი სძულთ და ეს ართულებს საქმეს. თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვენ შეთანხმებას ვუახლოვდებით“, - თქვა ტრამპმა.
მან გაიმეორა თავისი განცხადებები ომში დაღუპულთა დიდი რაოდენობისა და მკვლელობების დასრულების სურვილის შესახებ.
„ვფიქრობ, შეთანხმების მიღწევის კარგი შანსი გვაქვს“, - განაცხადა ტრამპმა.
რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი 1-ელ თებერვალს არის მოსალოდნელი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი შეხვედრას არ დაესწრებიან, თუმცა აშშ-ის მონაწილეობა „სავარაუდოა“.