ირანი აშშ-თან „სამართლიანი“ მოლაპარაკებისთვის მზად არის. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ სტამბოლში თურქ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მხარს ვუჭერთ ლეგიტიმურ, რაციონალურ, სამართლიან პროცესს, რომელიც პატივს სცემს ჩვენს კანონიერ უფლებებს“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციაში აშკარა წინააღმდეგობებია.
„სამხედრო თავდასხმა არჩევანი არ არის; მათ გასული წლის ივნისში სამხედრო დარტყმა განახორციელეს და ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწიეს“,- აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
„მოლაპარაკებები სამართლიანი და თანასწორი თუ იქნება, ირანი მზად არის, ასეთ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად“, – განაცხადა აბას არაღჩიმ.
მისი თქმით, ჯერჯერობით თეირანსა და ვაშინგტონს შორის რაიმე სახის შეხვედრა დაგეგმილი არ არის.