ბრიტანეთის საელჩი საქართველოში ეუთო-ს 24 წევრის მიერ საქართველოს მიმართ "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედებას და საექსპერტო მისიის შექმნას ეხმიანება.
"შეშფოთებულები ვრჩებით საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების გამო. დღეს ეუთო-ს 24-მა წევრმა სახელმწიფომ მოსკოვის მექანიზმი გააქტიურა, რათა შეიქმნას საექსპერტო მისია. დამოუკიდებელი მისია დაადგენს ფაქტებს და გააკეთებს შესაბამის რეკომენდაციებს", - წერს სოციალურ ქსელში გავცრელებულ განცხადებაში ბრიტანეთის საელჩო.
ეუთოს 24-მა ქვეყანამ, ადამიანის უფლებების დარღვევების საპასუხოდ, საქართველოზე “მოსკოვის მექანიზმი” აამოქმედა და ექსპერტულ მისიას ქმნის. განცხადებას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.