თუ წლებია ერთ მანქანას ატარებთ, ალბათ, არაერთხელ გიფიქრიათ მის განახლებაზე - განსაკუთრებით მაშინ, როცა მანქანის შეკეთების ხარჯები იმატებს ან თქვენი ავტომობილი აღარ არის ისეთი სანდო, როგორიც ადრე იყო. მაგრამ ფასებისა და საპროცენტო განაკვეთების ზრდის ფონზე, ბევრს უჩნდება კითხვა: ღირს თუ არა სესხის აღება ახალი ავტომობილის შესაძენად?
პასუხი მხოლოდ სესხის პროცენტზე არ არის დამოკიდებული. მნიშვნელოვანია თქვენი ფინანსური სტაბილურობა, მანქანის ამჟამინდელი მდგომარეობა და ის, თუ რამდენად გაზრდის ახალი ავტომობილი თქვენს ყოველდღიურ კომფორტს ან შემოსავალს. მოდით, ეტაპობრივად განვიხილოთ, სწორი გადაწყვეტილების მიღების გზები.
1. შეაფასეთ თქვენი ამჟამინდელი ავტომობილის მდგომარეობა
დაიწყეთ ციფრებით - რამდენს ხარჯავთ ტექნიკურ მომსახურებასა და შეკეთებაზე?
თუ მანქანა უფრო მეტ დროს სერვის ცენტრში ატარებს, ვიდრე გზაზე, დიდი შანსია, რომ მისი შენახვა უფრო ძვირია, ვიდრე მანქანის შეძენა დაგიჯდებათ.
რჩევა: თუ თქვენი წლიური შეკეთების ხარჯები აღემატება ავტომობილის საბაზრო ღირებულების 10–15%-ს, მაშინ მართლაც ღირს სერიოზულად დაფიქრდეთ განახლებაზე.
მაგალითად, ჩემი მეგობარი ლაშა 15 წლის განმავლობაში ერთი ავტომობილით სარგებლობდა, ვერ გადაწყვიტა ახალი მანქანის შეძენა, რადგან საკმარისი ფული არ ჰქონდა, არც სესხს იღებდა. მრავალრიცხოვანი შეკეთებების - მუხრუჭების, ძრავის და სხვა წვრილი დაუსრულებელი პრობლემების შემდეგ, მიხვდა, რომ იმავე ფულით, რომელიც ხარჯებს ხმარდებოდა, ავტომობილის შეძენასაც შეძლებდა. ბოლოს ავტოსესხი აიღო ახალი მანქანისთვის და მითხრა, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო ფინანსური გადაწყვეტილება მის ცხოვრებაში.
2. შეაფასეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა
მანამდე, ვიდრე ავტოსესხს აიღებდეთ, გულწრფელად გადაიზრეთ თქვენი ფინანსები და დაუსვით საკუთარ თავს კითხვები:
-
რამდენად სტაბილურია ჩემი შემოსავალი ყოველთვიურად?
-
შემიძლია ყოველთვიური დამატებითი გადასახადის დაფარვა ისე, რომ ჩემს ბიუჯეტს ზიანი არ მივაყენო?
ფინანსური ექსპერტების უმეტესობა რეკომენდაციას იძლევა, რომ სესხების ჯამურმა ყოველთვიურმა გადასახადმა თქვენი შემოსავლის 30%-ს არ გადააჭარბოს. თუ ახალი სესხით ამ ზღვარს სცდებით, უმჯობესია დაელოდოთ ან განიხილოთ ავტომობილის დიაგნოსტირება და რემონტი ,ახლის შეძენის ნაცვლად.
3. დააკვირდით ამჟამინდელ ფასებს
საქართველოში ავტომობილების - განსაკუთრებით, იმპორტირებული მეორადების - ფასები ბოლო წლებში ხშირად იცვლებოდა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ბაზრის ახლანდელი ტენდენციები შეისწავლოთ.
შესაძლოა, ახლა მართლაც საუკეთესო დრო იყოს ავტომობილის შესაძენად, თუ
-
ნახეთ ახალი, ეკონომიური ავტომობილი კარგ ფასად
-
თქვენი ძველი მანქანის საბაზრო ფასი ჯერ კიდევ მაღალია, შეგიძლიათ მისი გაყიდვა და წინასწარი გადახდის თანხის მობილიზება
-
გამსესხებლები გთავაზობენ დაბალ პროცენტებს ან ავტოსესხის სპეციალურ აქციებს.
ხოლო, გადადება აჯობებს, თუ
4. შეადარეთ სესხის პირობები ყურადღებით
როცა ავტოსესხის აღებას გადაწყვეტთ, არ დაკმაყოფილდეთ პირველივე შეთავაზებით. შეადარეთ საპროცენტო განაკვეთები, დაფარვის ვადები და სრული ღირებულება (APR) რამდენიმე გამსესხებელთან - ბანკებში, მიკროსაფინანსოებსა და ზოგჯერ ავტო-დილერებშიც.
კითხვები, რომლებიც ყველა გამსესხებელს უნდა დაუსვათ:
-
არის თუ არა დამატებითი გაცემის ან ადმინისტრაციული საკომისიო?
-
რა პირობებში შემიძლია სესხის ადრე დაფარვა?
-
სავალდებულოა თუ არა დაზღვევა და რა ღირს ის?
გამჭვირვალობა აქ მთავარი ფაქტორია - გამსესხებელი, რომელიც ყველაფერს დეტალურად გიხსნით და გაძლევთ სრულ გადახდის გრაფიკს, უფრო საიმედოა.
5. ახალი თუ მეორადი ავტომობილი
სესხის აღება ყოველთვის არ ნიშნავს ახალი ავტომობილის ყიდვას. ხშირად კარგად შენახული მეორადი მანქანა საუკეთესოა ფასსა და ხარისხს შორის ბალანსისთვის - ასეთ დროს, სესხის თანხაც ნაკლები იქნება.
მაგალითად, ჩემმა კოლეგამ ავტოსესხით შეიძინა სამი წლის ჰიბრიდი ახალი მოდელის ღირებულების ნახევარ ფასად, დაზღვევაც იაფი იყო და საწვავის ხარჯიც მნიშვნელოვნად დაბალი ჰქონდა.
გადაწყვეტილების მიღებისას, შეეცადეთ ემოციასა და რაციონალურ გათვლას შორის შეინარჩუნოთ ბალანსი: ახალი მანქანის სუნი ნამდვილად მიმზიდველია, მაგრამ ფინანსური სიმშვიდე არანაკლებ სასიამოვნო შეგრძნებაა გრძელვადიან პერსპექტივაში.
6. იფიქრეთ უფრო ფართო სურათზე
ავტოსესხი მხოლოდ ახალი მანქანის შეძენის საშუალება არაა.
თუ თქვენი ავტომობილი თქვენი შემოსავლის წყაროცაა (მაგალითად, ტაქსის მძღოლი ხართ, ან მუშაობთ მიწოდებაში/ლოგისტიკაში), ახალი და სანდო მანქანა მნიშვნელოვანია თქვენი შემოსავლებისა და პროდუქტიულობის ზრდისთვის. ასეთ შემთხვევაში, სესხი ხარჯი კი არა - ინვესტიციაა.
7. როგორ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება?
ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს - მზად ხართ თუ არა ვალდებულების ასაღებად ავტომობილის შეძენისთვის, მთლიანად თქვენს სურვილებს, მიზნებსა და ფინანსურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
თუ თქვენი ამჟამინდელი მანქანა უკვე, როგორც იტყვიან, მოსიარულე ხარჯია, ან ახალი ავტომობილი თქვენი საქმიანობის გაფართოებას, გამარტივებას შეუწყობს ხელს და ავტომობილების საბაზრო ფასებიც თქვენთვის ხელმისაწვდომია, მაშინ, სესხის აღებაზე დაფიქრება ღირს. მთავარია,
-
შეადაროთ რამდენიმე შეთავაზება
-
გაარკვიოთ ყველა საკომისიო და გადახდის დეტალი, რათა ყოველთვიურ გადასახდელ თანხაზე გქონდეთ ზუსტი წარმოდგენა
-
აირჩიოთ ისეთი მანქანა და სესხი, რომელიც თქვენს ბიუჯეტს შეესაბამება - და არ აჭარბებს მას.