საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის კონგრესის თანამშრომლები ოპოზიციური პარტიის ლიდერებს ხვდებიან.
შეხვედრაზე მივიდნენ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრ ჯაფარიძე, პარტია "თავისუფლების მოედნის" ლიდერი, ლევან ცუცქირიძე, კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი ბარამიძე.
ოპოზიციის ლიდერების თქმით, შეხვედრაზე განიხილავენ "ქართული ოცნების" რეპრესიულ კანონებსა და შეერთებული შტატებისა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხს.
"აშშ-ს აქვს ძალიან ფართო შესაძლებლობები პოლიტიკურ არენაზე, დიპლომატიურ არენაზე, ეკონომიკური თვალსაზრისით და ამ ხნის განმავლობაში უამრავი რამ გააკეთა ამერიკამ საქართველოს, როგორც უსაფრთხოებისთვის, თავდაცვისთვის, ისე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და მოვლისთვის, განათლებისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის და შესაბამისად ეს ყველა ის სფეროა, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობისთვის და თუკი ეს მოღალატეთა და კრიმინალთა რეჟიმი ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო დააშოროს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს, მის ნამდვილ მეგობრებს, ჩვენი, დემოკრატიული და პატრიოტული ოპოზიციის მოვალეობაა, რომ ეს კავშირები არ გაწყდეს და საქართველო და ამერიკა იყოს ერთად. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ რუსეთი იწვნევს მარცხს უკრაინის ფრონტზე, ეს რეჟიმიც მიჰყვება, როგორც რუსეთის დანამატი, მისი მეტასტაზი საქართველოში მიჰყვება და ჩვენ ამ პროცესისთვის უნდა ვიყოთ მზად," - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.