უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაზე ახალ თავდასხმას ამზადებს.
„ჩვენ ასევე ვიცით, რომ რუსები ახალი შეტევისთვის ემზადებიან. დაზვერვა ამის შესახებ ინფორმაციას აწვდის და ახლა ამერიკამ, ახლა ევროპამ, ახლა ყველა პარტნიორმა უნდა გაიგოს, თუ როგორ არღვევს ეს დიპლომატიურ მოლაპარაკებებს. ყოველი რუსული დარტყმა.
ყველამ, ვისაც ნამდვილად სურს მშვიდობა, უნდა იფიქროს იმაზე, თუ როგორ უზრუნველყოს, რომ რუსები ემზადებოდნენ არა ახალი მასიური თავდასხმებისთვის, არამედ ომის დასასრულისთვის. მსოფლიოს აქვს ძალა, რომ ეს უზრუნველყოს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.