იმედია, ირანი სწრაფად დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან და გააფორმებს სამართლიან და თანასწორ შეთანხმებას - ბირთვული იარაღის გარეშე, - ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
"უზარმაზარი არმადა ირანისკენ მიემართება. ის სწრაფად, დიდი ძალით, ენთუზიაზმითა და მიზანდასახულობით მოძრაობს. ეს არის უფრო დიდი ფლოტი, რომელსაც დიდი ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი“ ხელმძღვანელობს, ვიდრე ვენესუელაში გაგზავნილი ფლოტი. ვენესუელას მსგავსად, ის მზადაა, სურს და შეუძლია სწრაფად შეასრულოს თავისი მისია, საჭიროების შემთხვევაში, სისწრაფითა და ძალით. იმედია, ირანი სწრაფად დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან და მოლაპარაკებას დაიწყებს სამართლიან და თანასწორ შეთანხმებაზე - ბირთვული იარაღის გარეშე - ისეთზე, რომელიც ყველა მხარისთვის კარგი იქნება. დრო იწურება, ეს ნამდვილად არსებითია! როგორც ერთხელ უკვე ვუთხარი ირანს, დადეთ შეთანხმება! მათ ეს არ გააკეთეს და იყო „ოპერაცია „შუაღამის ჩაქუჩი“, ირანის მასშტაბური განადგურება. შემდეგი თავდასხმა გაცილებით უარესი იქნება! არ დაუშვათ, რომ ეს ისევ მოხდეს“, - წერს ტრამპი.