ავსტრიის კანცლერმა კრისტიან შტოკერმა კიევისთვის 3 მილიონი ევროს ოდენობის დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა და უკრაინაში მომავალი ვიზიტი დააანონსა.
„უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად დამატებით 3 მილიონი ევრო გამოვყავით“, - დაწერა შტოკერმა სოციალურ ქსელ X-ში.
მან ასევე აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბარი ჰქონდა ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომლის დროსაც განიხილეს არსებული ვითარება.
შტოკერის თქმით, ავსტრიულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება „ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი სამშვიდობო გადაწყვეტის“ პოვნის მიმართ, რომელიც გაითვალისწინებს უკრაინის ინტერესებს და ავსტრიის უსაფრთხოების საკითხს.
გარდა ამისა, შტოკერმა განაცხადა, რომ უახლოეს ხანში უკრაინაში ვიზიტს გეგმავს.