ხარკოვის ოლქში სა,გზავრო მატარებელზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
ხარკოვის ოლქის პროკურატურის ცნობით, დარტყმა იზიუმის რაიონში მოხდა.
ორი დარტყმა მატარებელთან ახლოს დაფიქსირდა, ხოლო კიდევ ერთი ვაგონს მოხვდა. გაჩნდა ხანძარი.
პროკურატურის ცნობით, მატარებელში 155-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა. ამ დროისთვის ცნობილია სამი დაღუპულის შესახებ. დაშავდა 2 ადამიანი
პროკურატურა იუწყება, რომ რუსეთმა თავდასხმისას სავარაუდოდ, „გერან-2“-ის ტიპის სამი დრონი გამოიყენა.