უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„ბრიტანეთი უკრაინას ეხმარება არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ენერგეტიკული რეალური პაკეტებით. ვაფასებთ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს და იმედი გვაქვს, ჩვენი მსჯელობა საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე ასევე შედეგს მოიტანს“, - აღნიშნავს ზელენსკი.
ლიდერებმა ასევე განიხილეს დიპლომატიური ძალისხმევა და მოლაპარაკების პროცესი.
"ასევე განვიხილეთ დიპლომატიური ძალისხმევა. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შეხვედრები კონსტრუქციული იყო და დიალოგი ამ კვირის ბოლოს გაგრძელდება. უკრაინას სურს ამ ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება და მზადაა, 24 საათის განმავლობაში იმუშაოს ღირსეული მშვიდობის მისაღწევად. რუსეთმა იგივე მზადყოფნა უნდა გამოავლინოს - არა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებით ან ელექტროენერგიისა და გათბობის გათიშვის მცდელობებით, არამედ რეალური ნაბიჯებით სისხლისღვრის შესაჩერებლად", - წერს ზელენსკი.