იტალიის ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინიმ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში სალვინიმ განაცხადა, რომ ზელენსკი ომს აგებს და მას „დამარცხებასა და განადგურებას შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება“.
„ჩვენ მოვუსმინეთ ზელენსკის, რომელსაც მიღებული ყველა ფულის, ძალისხმევისა და დახმარების შემდეგ კვლავ შესწევს პრეტენზიის გამოხატვის თავხედობა.“
„ჩემო მეგობარო, შენ აგებ ომს, კარგავ ხალხს, ავტორიტეტს და ღირსებას: რაც შეიძლება მალე მოაწერე ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებას. „თქვენ მოგიწევთ არჩევანის გაკეთება დამარცხებასა და განადგურებას შორის“, - წერს იტალიელი პოლიტიკოსი.
აღნიშნულს გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.