არა, ძვირფასო მარკ რუტე, ევროპელებს შეუძლიათ და უნდა აიღონ პასუხისმგებლობა თავის უსაფრთხოებაზე, – ასე ეხმიანება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებას ევროპის თავდაცვისუნარიანობის შესახებ.
„არა, ძვირფასო მარკ რუტე. ევროპელებს შეუძლიათ და უნდა აიღონ პასუხისმგებლობა თავის უსაფრთხოებაზე. შეერთებული შტატებიც კი ეთანხმება ამას. ეს ნატო-ს ევროპული საყრდენია“, - წერს საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ევროკავშირს, ან მთლიანად ევროპას, შეერთებული შტატების გარეშე თავის დაცვა არ შეუძლია. რუტემ აღნიშნა: „თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ევროკავშირს ან მთლიანად ევროპას შეუძლია, დაიცვას თავი აშშ-ის გარეშე, მაშინ განაგრძეთ ოცნება“.