Zavecz Research-ის ახალი კვლევის თანახმად, უნგრეთის ცენტრისტულ-მემარჯვენე ოპოზიციურმა პარტიამ „ტისამ“ იანვრის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტიასთან შედარებით 10%-იანი უპირატესობა შეინარჩუნა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
19-24 იანვარს, Zavecz Research-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, პარტია „ტისას“ 49% უჭერს მხარს, პარტია „ფიდესს“ – 39%, ხოლო ულტრამემარჯვენე პარტიას ამომრჩევლების ხუთმა პროცენტმა დაუჭირა მხარი.
გამოკითხვის თანახმად, „ტისას“ მხარს უჭერს 39 წელზე დაბალი ასაკის ამომრჩეველთა 41%, „ფიდესს“ 22%.
გამოკითხვამ აჩვენა, რომ „ფიდესს“ უფრო დიდი მხარდაჭერა მხოლოდ 59 წელს გადაცილებულ ამომრჩევლებში აქვს, რომლებიც სოფლებსა და პატარა ქალაქებში ცხოვრობენ. ამ შემთხვევაში „ფიდესს“, 38% უჭერს მხარს, „ტისას“ კი 35%.
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება.