აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელა პოლიტპატიმრებს დაჩქარებული ტემპით ათავისუფლებს. ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ში წერს.
„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ვენესუელა პოლიტპატიმრებს სწრაფი ტემპით ათავისუფლებს და ეს ტემპი უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. მინდა მადლობა გადავუხადო ვენესუელის ხელმძღვანელობას ამ ძლიერ ჰუმანიტარულ ჟესტზე დათანხმებისთვის,“ - წერს ტრამპი.
მანამდე, მედიასაშუალებები, ვენესუელის ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაცია Foro Penal-ზე დაყრდნობით, იუწყებოდნენ, რომ შეერთებული შტატების ზეწოლის ფონზე ბოლო კვირების განმავლობაში ქვეყანაში ასზე მეტი პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლეს.
ვენესუალეში,19 იანვრის მონაცემებით, ციხიდან გაათავისუფლეს სულ მცირე 104 ადამიანი, რომლებიც, სავარაუდოდ, საპროტესტო აქციებში მონაწილეობის ბრალდებით იყვნენ დაკავებულები.