ბოლო დღეებში შეერთებულ შტატებში ზამთრის შტორმის შედეგად, სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან ხანდაზმულები და მოზარდები. ამის შესახებ New York Post იუწყება.
დაღუპვის შემთხვევბი დაფიქისრდა ტენესის,, ტეხასის, არკანზასის, ლუიზინას, მიჩიგანის პენსილვანიის, მეინის შტატებში, ასევე ნოი იორკში.
ქვეყნის მასშტაბით, ილიონზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
25 იანვარს ავიაკომპანიებმა 11 000-ზე მეტი რეისი გააუქმეს. კერძოდ, რონალდ რეიგანის სახელობის ვაშინგტონის საერთაშორისო აეროპორტში მუშაობა სრულად შეჩერდა. გარდა ამისა, რეისების 80%-ზე მეტი გაუქმდა რამდენიმე აეროპორტში მსხვილი მეტროპოლიტენის რაიონებში, მათ შორის ნიუ-იორკში, ფილადელფიასა და ჩრდილოეთ კაროლინას ქალაქ შარლოტში.
24 შტატის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.