დებატები მედიასივრცეში ღია სჯა-ბაასს დააბრუნებს. გარკვეული ოპოზიციური ძალები დაანონსებული დებატებში უკვე დამარცხდნენ, რადგან რაღაც წინაპირობების დაყენება დაიწყეს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„ჟურნალისტის მანტიაში გახვეული ყოფილი პროკურორები იყვნენ და მათ პროპაგანდისტურ მედიასაშუალებებს სიმართლის ეშინიათ. მათი მხრიდან არჩეულია ტყუილი და ისეთ ურთიერთობებს გაურბიან, სადაც საზოგადოება მარტივად გაარჩევს ტყუილსა და მართალს. დებატები მედიასივრცეში ღია სჯა-ბაასს დააბრუნებს. გარკვეული ოპოზიციური ძალები დაანონსებული დებატებში უკვე დამარცხდნენ, რადგან რაღაც წინაპირობების დაყენება დაიწყეს. წინაპირობა უნდა იყოს მხოლოდ ის, რომ ობიექტური მედიაგარემო იყოს, სადაც არ იქნება შეურაცხყოფა, ცილისწამება და მხარეები საკუთარ აზრს მშვიდად გამოთქვამენ. რადიკალები დებატებს უკვე გაურბიან. მათ „ქართულ ოცნებასთან“ დებატები გაუჭირდებათ. იმისთვის, რომ ჯანსაღი მედიაგარემო არსებობდეს, ვინც მხარეებს ეთერს დაუთმობს და შესაბამისს ფორმატს შესთავაზებს, პასუხისმგებელი უნდა იყოს, რომ დებატების მონაწილე მხარეების გამიჯვნა არ მოხდება და ფორმატი შეურაცხყოფისგან იყოს დაცული. დებატები უნდა იყოს არა თეატრალური წარმოდგენების ადგილი, არამედ სივრცე, სადაც საზოგადოება საინტერესო საკითხებზე არგუმენტებს გაიგებს“,- განაცხადა მათიკაშვილმა.