ალბათ, დროა უკვე, რომ ახლანდელ ტრენდზე გადასვან ეს სისტემა - ერთი პარტია ერთი ციხე , - ამის შესახებ საპატიმროს დატოვების შემდეგ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გივი თარგამაძემ განაცხადა.
„გარწმუნებთ, ახლა ბევრად მოწყვლადია ეს რეჟიმი. ამას ვხედავდი ციხეში მათი პოპულაციის განუწყვეტელი მატების გამო. იმ „ქოცებს“, ვინც ახლა რიგშია, მინდა უფასო რჩევა მივცე - სანამ დრო აქვთ, მიხედეთ ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების საკითხს და მერე მრავალი წლის განმავლობაში, გრძელი ღამეებისა და დღეების განმავლობაში, ჩემი მადლიერი იქნებიან ამ რჩევისთვის, იმიტომ, რომ ამ ციხეში წყალია პრობლემა, ისიც უფრო ზაფხულში, სხვა მხრივ "იჯდომება", ნახავენ თვითონაც და დარწმუნდებიან. ისე, „მოიხოდნენ“ უკვე, დაეტყო ციხეს ეს ახალი პოპულაციის ზრდა, გამოცვალეს განათებები დერეფნებში, საჭმლის შეტანა რომ არ შეიძლებოდა, სამი დღის წინ გვითხრეს, რომ უკვე შეიძლება, თვეში ორჯერაც შეიძლება, მოუვლიან მაგ ხალხს. საერთოდ, ალბათ, დროა უკვე, რომ ახლანდელ ტრენდზე გადასვან ეს სისტემა- ხომ არის, ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი, ერთი უბანი ერთი სუპერმარკეტი და იყოს ასევე ერთი პარტია ერთი ციხე, ვურჩევ "ქოცებს", სანამ გარეთ არიან, რუსთავის წყალმომარაგების საქმეს მიხედონ.“- განაცხადა თარგამაძემ.