აბუ დაბიში აშშ-ის, რუსეთის და უკრაინის დელეგაციების მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებები, რომელიც მეორე დღეა გრძელდება, დასრულდა. ინფორმაციას Sky News ავრცელებს.
ცნობებს ადასტურებს რუსული მედიაც, ასევე უკრაინულიო გამოცემა Cуспiльне.
გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებები სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
დღის წესრიგში ყველაზე რთული საკითხი ტერიტორიული საკითხი იყო.
Reuters -ის ცნობით, მოლაპარაკებების პირველ დღეს არანაირი დაახლოების ნიშანი არ შეინიშნებოდა. განხილვები არა მხოლოდ ტერიტორიებს, არამედ უსაფრთხოების გარანტიებსა და სხვა ასპექტებსაც მოიცავდა.
ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჟურნალისტებს განუცხადა, აბუ დაბიში მოლაპარაკებები დასრულდა.
„ჯერჯერობით, ისინი შემდგომი გაგრძელების გარეშე დასრულდა“, - განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, რუსტემ უმეროვის პრესსპიკერმა დიანა დავითიანმა.