ტერორი საქართველოში - დღეს სამი მოქალაქე მხოლოდ იმისთვის დააპატიმრეს, რომ ტროტუარზე იდგნენ, სახელმწიფო რეპრესიები მოქმედებაშია, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„დღეს სამი მოქალაქე მხოლოდ იმისთვის დააპატიმრეს, რომ ტროტუარზე იდგნენ. არანაირი დანაშაული. არანაირი მტკიცებულება. მხოლოდ ხელში ჩაგდებული სასამართლო სისტემა, რომელიც პოლიტიკურ ტერორს ახორციელებს. სახელმწიფო რეპრესიები მოქმედებაშია“, - წერს ზურაბიშვილი.