ევროპელი ლიდერები ევროპული ინტერესების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობენ, თუმცა იმედოვნებენ, რომ ამას მათ მაგივრად სხვა გააკეთებს. ახალი წესრიგის დასამყარებლად მოქმედებაა საჭირო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ლიდერები ამბობენ: ჩვენ უნდა დავიცვათ ევროპული ინტერესები, მაგრამ იმედოვნებენ, რომ ამას მათ მაგივრად სხვა გააკეთებს... ჩვენ გვჭირდება რაღაც, რაც შეცვლის ძველ მსოფლიო წესრიგს... ახალი მსოფლიო წესრიგის აშენება სიტყვებით შეუძლებელია; მხოლოდ ქმედებები ქმნის ნამდვილ წესრიგს“, - თქვა ზელენსკიმ.