ზელენსკისთან ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მისივე თქმით, რაღაც ეტაპები გასავლელი რჩება.
„ომი უნდა დასრულდეს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს დასრულდება. ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება“, – აღნიშნა ტრამპმა.
შეკითხვაზე, არის თუ არა დღეს შეთანხმების მიღწევის შანსი, ტრამპმა უპასუხა: .„ვნახოთ, რა მოხდება“.
„ეს მიმდინარე პროცესია, ყველას სურს ომის დასრულება“,- თქვა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტს დახურულ კარს მიღმა შეხვედრის დამატებით დეტალებზე კომენტარი აღარ გაუკეთებია.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დავოსში შედგა.