დავოსში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს. ინფორმაციას Sky News ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერის, სერგეი ნიკიფოროვის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის ორმხრივი შეხვედრა დაიწყო.
აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო ეკონომიკურ სამიტზე სიტყვით გამოვა.